|
დასახელება:
HR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
ლოგისტიკური და საკურიერო კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს PUDO (Pick-Up & Drop-Off) ქსელს, რეგიონულ ჰაბებსა და თანამედროვე ლოგისტიკურ პროცესებს, გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან HR სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების პროცესების ეფექტიან მართვას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა შეფასებისა და KPI პროცესების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა;
** კომპანიის შიდა რეგლამენტების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების მხარდაჭერა;
** HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის;
** HR ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: HR@trackings.ge
სათაურში მიუთითეთ: "HR სპეციალისტი".
|
|
|
|