"TeraVita" — ამბიციური და ინოვაციური კომპანიაა პროდუქტების შთამბეჭდავი პორტფოლიოთი, რომელიც სწრაფად აფართოებს თავის წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ სანდო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის მცენარეულ პროდუქტებს — ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს (ბადებს).
ჩვენ ვმუშაობთ მოთხოვნად პროდუქციასთან და აქტიურად ვაფართოებთ კლიენტების ბაზას. ამჟამად, განმეორებითი გაყიდვების განყოფილებაში ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორებს რუსული ენის ცოდნით.
რას გთავაზობთ:
** ღირსეულ შრომის ანაზღაურებას — საათობრივ ანაზღაურებას პლუს უამრავ ბონუსს მუშაობის შედეგების მიხედვით;
** სრულად დისტანციურ სამუშაო ფორმატს;
** სტაბილურ გადახდებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: 5/2 მცოცავი დასვენების დღეებით;
** ასორტიმენტში გაყიდვების თვალსაზრისით ტოპ-პროდუქტებს;
** უფასო პროფესიონალურ სწავლებას კომპანიისგან: ტრენინგებსა და ვებინარებს;
** სურვილის შემთხვევაში, სწრაფ კარიერულ ზრდას.
თქვენი მოვალეობები:
** ზარების განხორციელება იმ კლიენტების ბაზაზე, რომლებმაც წარსულში უკვე ისარგებლეს ჩვენი ასორტიმენტის პროდუქციით;
** კლიენტთან დიალოგისას გაყიდვების სკრიპტით (შაბლონით) მუშაობა;
** წამოჭრილი წინააღმდეგობების/პრეტენზიების დამუშავება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და CRM სისტემაში მუშაობა.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** რუსული ენის ცოდნა თავისუფალი კომუნიკაციის დონეზე — B2 და ზევით (სავალდებულო);
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციური უნარები, სტრესგამძლეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლეპტოპის ან პერსონალური კომპიუტერის, ყურსასმენის (მიკროფონით) და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქონა.
როგორ შემოგვიერთდეთ:
თუ მზად ხართ განვითარდეთ და იმუშაოთ პერსპექტიულ პროექტებზე, ეს ვაკანსია თქვენთვისაა! ნუ დაკარგავთ დროს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე - info@teravita.app
|