|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IBEX logistics
|
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სატრანსპორტო კომპანია "IBEX logistics" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით/10:00-18:00 სთ. (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) და ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორ კომპანიებთან და საწყობთან ურთიერთობა;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** შეკვეთის მიღება-დამუშავება;
** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოგისტიკის ან ბიზნესის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში მინიმუმ 1-2 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
** აუცილებელია ინგლისური ცოდნა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|