Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე - მცხეთა-მთიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ელიტ მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას:

პოზიციის დასახელება: საწყობის დამხმარე
დეპარტამენტი: ლოჯისტიკა / საწყობი
დაქვემდებარება: საწყობის მენეჯერი

პოზიციის მიზანი:

საწყობში პროდუქციის მიღების, განთავსების, აღრიცხვის, შეკვეთის მომზადებისა და გაცემის პროცესების მხარდაჭერა, საწყობის წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება და რაოდენობრივი/ვიზუალური შემოწმება;
** მიღებული პროდუქციის სწორად განთავსება საწყობის სივრცეში;
** შეკვეთების შეგროვება და მომზადება გასაცემად;
** საქონლის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში დახმარება;
** საწყობის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** მარაგების პერიოდულ დათვლასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** უსაფრთხოების და შრომის დაცვის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00), შაბათი (09:00-14:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი სენაკი ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: t.machitidze@elitemotors.ge
ტელეფონი: 577202513
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე