|
დასახელება:
უსაფრთხოების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
ტურინვესტ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
** შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობობის უზრუნველყოფა;
** კამერების მონიტორინგი;
** ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში უშუალო ინფორმირება;
** უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით
კვება: უზრუნველყოფილია
კომპანიის შესახებ:
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|