არქიტექტურული მინისა და ალუმინის ფასადის სისტემების კომპანია შპს "ნეო გლასი"
გიწვევთ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კორპორატიულ ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება;
** ოფისში არსებული დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა;
** სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება კომპეტენტურ თანამშრომლებთან;
** საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
** კომპანიის ყველა საჭირო პროცესში ჩართულობა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოგვეხმაუროთ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შესანიშნავი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ კოლექტივს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)
ანაზღაურება: 2000 ლარი
აღნიშნულ ვაკანსიათან დაკავშირებით გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე hr@neoglass.ge. გამოგზავნისას მეილში აუცილებლად მიუთთეთ ვაკანსიის დასახელება.
|