Робота для біженців з України
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) ახალი მასშტაბური დეველოპერული პროექტისთვის გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის უფროს გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის გაყიდვების გუნდის მართვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.
** გაყიდვების პროცედურების შესრულების კონტროლი
** პროექტში შემოსული ლიდების დამუშავება და CRM ბაზაში კლიენტების რეგისტრაცია;
** დაგროვილი კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** პოტენციური კლიენტებისთვის გასაყიდი დეველოპერული პროექტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;
** საბროკერო კომპანიებთან ურთიერთობის მართვა
** ჯავშნებისა და გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** გამართული მეტყველების უნარი;
** ენები: ინგლისური, რუსული;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
** CRM - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

სამუშაო კვირის განრიგი: 6 სამუშაო დღე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე