Робота для біженців з України
სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სასტუმრო ავლაბარში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ავლაბარი, ელენე ახვლედიანის აღმართი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი - კვირაში 40 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

** დიასახლისების გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
** ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და ხარისხის შეფასება;
** ინვენტარისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი;
** ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ლიდერული და გუნდური მართვის უნარები
** სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** ორგანიზებულობა და დისციპლინა

კომპანია გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება 1400 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@rentalhub.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე