|
დასახელება:
პროგრამის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს სახელმწიფო პროგრამების მართვის დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერის ვაკანსიაზე.
** ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, საკუთარ პორტფელში არსებული პროექტების ზედამხედველობა, მართვა და პერიოდული ანგარიშგება;
** მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართვა;
** პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგრამულ უზრუნველყოფებში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა, კრიტერიუმებთან და პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
** პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და სახელმწიფო პროგრამების ჭრილში თანამშრომლობის ხარისხის კონტროლი;
** არსებული პროგრამების ჭრილში სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება;
** მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის არსებული პროგრამების ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა;
** სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა ტიპის ტრენინგში და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
** საბანკო ინსტიტუტებში მცირე და საშუალო (SME) ან კორპორატიული სესხების დამუშავების მიმართულებით (საკრედიტო ანალიტიკოსად) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);
** სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ACCA-ის რომელიმე დონე;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია;
** სტრატეგიული ხედვა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროგრამის მენეჯერი;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი;
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: hr@gedc.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|