Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
კომპანია თიარ უძრავი ქონება აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე!

ჩვენ ვეძებთ შრომისმოყვარე, ენერგიულ, პუნქტუალურ და ყურადღებიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს ჩვენი ოფისის და შოურუმის სისუფთავეზე.

მოვალეობები:

სისუფთავის უზრუნველყოფა ოფისის და შოურუმის შიდა თუ გარე ტერიტორიაზე მათ შორის:

** მტვერსასრუტით და ორთქლის აპარატით დასუფთავება, მტვრის გადაწმენდა, დახვეტა, იატაკის მოწმენდა;
** ჭერის, განათებების, ზედაპირების, ავეჯის და სხვა ობიექტების მტვრისგან გაწმენდა;
** საპირფარეშოების, ნიჟარების და სამზარეულოს დანადგარების დახეხვა და სანიტარული დამუშავება;
** ჭურჭლის დარეცხვა;
** ნაგვის ურნების დაცლა და გადაყრა;
** ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი;
** ფანჯრების გაწმენდა;
** კარადების, მაცივრების, სხვა სათავსოების თუ პროდუქტების შესანახი განყოფილებების სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** 24 დღიან შვებულებას ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში;
ოფისი და შოურუმი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით თუ ინვენტარით;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე
ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ზურაბ ავალიშვილის 8

დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე 598 10 24 42.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე