Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი / დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი / დეველოპერი
მომწოდებელი: მრავალპროფილური ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
მრავალპროფილური ჰოლდინგი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო და საინვესტიციო პროექტებს ეძებს გამოცდილ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროექტების მენეჯერს / დეველოპერს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტების სრულ ციკლს - იდეის ფორმირებიდან და დაგეგმვიდან პროექტის წარმატებით დასრულებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** მრავალფუნქციური და მაღალი ღირებულების სამშენებლო პროექტების მართვა;
** პროექტის კონცეფციის, განვითარების სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შემუშავება;
** პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, კონსულტანტებთან და კონტრაქტორებთან სრული კოორდინაცია;
** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
** პროექტის ფინანსური ეფექტიანობისა და საინვესტიციო მაჩვენებლების შეფასება;
** კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დროული და ეფექტური შესრულება;
** პროექტების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ პერიოდული ანგარიშების (რეპორტინგის) მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
** ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურულ, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მართვის მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება;
** დიდი მასშტაბის პროექტების წარმატებით განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
** პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების კარგი ცოდნა;
** ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა;
** MS Office-ისა და პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
** პროფესიონალურ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tk@cpg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "პროექტების მენეჯერი / დეველოპერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე