Робота для біженців з України
ოჯახის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეული პირებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა მოქმედი კლინიკური გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების შესაბამისად
** პაციენტის პირველადი გასინჯვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების გაცემა
** ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების, ასევე ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციების საჭიროების განსაზღვრა
** დაზღვეულებისთვის მიმართვების გაცემა სამედიცინო ჩვენებისა და სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით
** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციისა და ისტორიის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა (ფორმა №100/ა, ავადობის ფურცელი (ბიულეტენი), დანიშნულების ფურცელი და სხვა)
** პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკური მეთვალყურეობა და საჭიროებისამებრ სატელეფონო კომუნიკაცია
** დადგენილი პერიოდულობით ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ოჯახის ექიმის მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქვეყანაში მოქმედი კლინიკური გაიდლაინებისა და სამედიცინო სტანდარტების ცოდნა
** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.

ანაზღაურება: ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@myigg.ge, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე