Робота для біженців з України
მიმტანი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში და სტუმრებს სთავაზობს 100 ნომრიან სასტუმროს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სერვისით, თანამედროვე საკონფერენციო სივრცეებს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ველობილიკებსა და მრავალფეროვან გასართობ ინფრასტრუქტურას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე და ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გაიზიარებენ სტუმარმასპინძლობის საუკეთესო სტანდარტებს.

სასტუმრო "ყვარლის ტბა" ეძებს მეგობრულ, კომუნიკაბელურ და მომსახურებაზე ორიენტირებულ მიმტანს, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს მაღალი დონის მომსახურებას და დაუვიწყარ გამოცდილებას.

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: დინამიკური ცვლები

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ გუნდში მუშაობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
** მენიუს შეთავაზება და შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** მაგიდების მომზადება და სისუფთავის, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** ანგარიშსწორების სწორად წარმოება და კონტროლი.

მოთხოვნები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV: hr@kvarelilake.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მიმტანი".

გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების პროცესის მიზნებისთვის. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე