|
დასახელება:
თურქულენოვანი ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
სარეაბილიტაციო ცენტრი ელიზიუმი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
სარეაბილიტაციო ცენტრი "ელიზიუმი" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი ფსიქოლოგის პოზიციაზე.
პირობები:
** მდებარეობა: მცხეთა/სარეაბილიტაციო ცენტრი "ელიზიუმი"
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე
** ანაზღაურება: 2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარება;
** ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების პროცესში მონაწილეობა;
** რეაბილიტაციის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა;
** საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
** ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია კლინიკური ფსიქოლოგიის ან ფსიქოთერაპიის დამატებითი კვალიფიკაცია;
** თურქული ენის თავისუფლად ცოდნა (სასაუბრო და წერითი);
** ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის, ემპათიისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სრულ ან ნაწილობრივ დასაქმებას (შეთანხმებით).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და ელფოსტაზე: rehab.mtskheta@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|