|
დასახელება:
წარმოების აღრიცხვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
შარავანდი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების აღრიცხვის ოპერატორების მუშაობის კონტროლი;
** რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის და კომპეტენციის გათვალისწინებით მითითებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები და ცოდნა: საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა).
პირობები:
** მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108.
** სამუშაო საათები: 08:45-17:45 (შესვენება 1 საათი).
** სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: 1 300 დან - 1 800 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა), (სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე).
ბენეფიტები:
** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "წარმოების აღრიცხვის მენეჯერი".
|
|
|
|