"სასტუმრო MONTE" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
ლოკაცია: გუდაური
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2000
ძირითადი მოვალეობები:
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** საცხოვრებელს და კვებას სასტუმროში
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 04 14 26
|