Робота для біженців з України
დამწყები დილერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები დილერი
მომწოდებელი: Casino International
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"კაზინო ინტერნეიშენალი ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დილერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელია კანდიდატებმა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი ტრენინგი.
ტრენინგის ხანგრძლივობა მოიცავს 2 თვეს, კვირაში 5 დღე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
პოზიციისთვის მოსამზადებელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პოზიციაზე კანდიდატები შეირჩევიან მხოლოდ 18 წლიდან;
** ენები: ინგლისური ან/და თურქული სასაუბრო დონეზე.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

დასაქმების შემთხვევაში ჩვენი შემოთავაზება:

** სტაბილური ანაზღაურება + ჩაი (თიფსი);
** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურება;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პოზიტიური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
** ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** ფასდაკლებები პარტნიორი კომპანიების დასვენება-გართობის ობიექტებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე