|
დასახელება:
გაყიდვების აღმასრულებელი
|
| მომწოდებელი:
Royal Tulip Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების აღმასრულებელი (Sales Executive)
პოზიციის მიზანი:
სასტუმროს შემოსავლების ზრდა კორპორატიული, ტურისტული სააგენტოების, MICE, სახელმწიფო და სხვა ბიზნეს სეგმენტების აქტიური მოძიებისა და მართვის გზით.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და განვითარება;
** ტურისტულ სააგენტოებთან, DMC-ებთან და ტუროპერატორებთან თანამშრომლობა;
** ყოველდღიური გაყიდვების ვიზიტების განხორციელება;
** სასტუმროს პრეზენტაციების ჩატარება;
** სასტუმროს მომსახურებებისა და ტარიფების შეთავაზება;
** კომერციული წინადადებების მომზადება;
** კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობა;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** CRM ბაზის განახლება;
** OTA პლატფორმებთან (Booking.com, Expedia და სხვა) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და მათი საბაზისო ადმინისტრირების ცოდნა;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** სასტუმროს ღონისძიებებისა და პრომო აქტივობების მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასტუმროს გაყიდვებში მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული დამატებითი უპირატესობა);
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.
KPI-ები:
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ახალი კორპორატიული ანგარიშების რაოდენობა;
** განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა;
** გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობა;
** შემოსავლის ზრდა მინიჭებულ სეგმენტებში;
** CRM-ის განახლების ხარისხი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება 1800 ლარი;
** სამუშაო განაკვეთი 5/2;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|