|
დასახელება:
ბაგა-ბაღის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მომავალი ალბიონელი
|
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონთან" არსებულ ბაგა-ბაღს, "მომავალი ალბიონელი" ესაჭიროება ბაგა-ბაღის მენეჯერი (დირექტორი).
უნდა იცოდეს:
** ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღს, პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე.
** ქმნის აღსაზრდელის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისთვის შესაბამის პირობებს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.
** ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის პირობებით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს მოთხოვნების შესრულების გეგმას.
** აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.
** ასრულებს დამფუძნებელ-დირექტორის წერილობით და სიტყვიერ დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან.
** სისტემატურად უწევს მონიტორინგს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს.
** უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობას და ახორციელებს თვითშეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი
** ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი.
** "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები"
** "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნები".
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი.
** "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების" დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
ხელფასი: 2000 ლარი.
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 19:00 საათამდე.
გთხოვთ, სკოლის ელ. ფოსტაზე: school.albion@yahoo.com გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
** დიპლომის ასლი
** პირადობის მოწმობის ასლი
** ფოტოსურათი
** CV
** სამოტივაციო წერილი
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N64
|
|
|
|