|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ibis budget Tbilisi Center
|
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ჩვენი სასტუმრო არის ACCOR-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.
მისამართი: გიორგი ახვლედიანის ქ. N22, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 08:00-14:00 (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 600 (NET)
აუცილებელი მოთხოვნები:
** ქართული ენა
** ინგლისური ენა
ძირითადი მოვალეობა:
** შვედური მაგიდის ალაგება;
** სტუმრების მაგიდების ალაგება/გასუფთავება;
** შეტყობინებების დროული გადაცემა;
** სადილზე სტუმრების სიის კონტროლი;
** სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
პიროვნული თვისებები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს დროულად შესრულება.
კომპანია დამატებით გთავაზობთ:
** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 30%-მდე ბონუსი
** უფასო კვება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|