|
დასახელება:
პროდუქტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
|
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 12 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.
კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/
კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტების მართვა და კოორდინაცია მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;
** პროდუქტების პოზიციონირებისა და საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა და მათ დანერგვაში ჩართულობა;
** ბაზრის საჭიროებებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესში ჩართულობა;
** ახალი პროდუქტების ბაზარზე წარდგენისა და კომუნიკაციის პროცესების კოორდინაცია;
** გაყიდვების გუნდისთვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;
** პროდუქტის საპრომოციო მასალების, პრეზენტაციებისა და სხვა მარკეტინგული რესურსების მომზადება;
** სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან პროფესიული ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;
** სამედიცინო და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება და მარკეტინგულ საქმიანობაში გამოყენება;
** პროდუქტთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება (კონფერენცია, პრეზენტაცია, მრგვალი მაგიდა და სხვა);
** ექიმების და სხვა სამიზნე ჯგუფების უკუკავშირის შეგროვება, ხელმძღვანელისთვის ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო პროდუქტების მიმართულებით, ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** პასუხისმგებლობიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
** განვითარების შესაძლებლობებს;
** სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში ჩართულობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@innoteam.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ინოთიმი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
hr@innoteam.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.
თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hr@innoteam.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 309 301
|
|
|
|