Робота для біженців з України
ჰაუსქიფინგის რანერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰაუსქიფინგის რანერი
მომწოდებელი: სასტუმრო ოპუს ბათუმი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
სასტუმრო "ოპუსი" აცხადებს ვაკანსიას ჰაუსქიფინგის დეპარტამენტის რანერის პოზიციაზე.

თუ ხარ შრომისმოყვარე, სწრაფი და გსურს გახდე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს გუნდის ნაწილი, ეს ვაკანსია შენთვისაა!

ლოკაცია: ბათუმი,
განაკვეთი: სრული,
ანაზღაურება: 1250 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰაუსქიფინგის დეპარტამენტისთვის საჭირო ნივთების (სარეცხი საშუალებები, თეთრეული, პირსახოცები და სხვ.) ოპერატიული მიწოდება სასტუმროს ნომრებში.
** სამუშაო ინვენტარისა და საწყობის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის შენარჩუნება.
** დეპარტამენტის სუპერვაიზერის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ფიზიკური გამძლეობა და აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა და დისციპლინა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** პროფესიულ განვითარებას ახლად გახსნილ სასტუმროში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: om@opusbatumi.com ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე +995555357848

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რანერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე