სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის აგენტის პოზიციაზე.
პოზიციის მიმოხილვა:
ფრონტ ოფისის აგენტი არის სასტუმროს სახე და პირველი საკონტაქტო პირი სტუმრებისთვის. პოზიცია მოითხოვს მაღალი დონის მომსახურებას, სტუმრებთან ეფექტურ კომუნიკაციას და საოპერაციო პროცესების მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება;
** ჯავშნების მართვა და სისტემაში ასახვა;
** სატელეფონო ზარებისა და ელფოსტის დამუშავება;
** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული მოგვარება;
** ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
** სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ფრონტ ოფისის ყოველდღიური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულო);
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: romita.kvaratskhelia@lemeridien.com
|