|
დასახელება:
სადილერო და კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Manamo Home
|
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
კომპანია, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს Vestel, Fakir, Kiwi და Manamo Home, აცხადებს ვაკანსიას სადილერო და კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კორპორაციულ დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** თანამშრომლის სპეციალური ფასდაკლება VESTEL-ის და MANAMO HOME-ის პროდუქციაზე;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (09:30-18:30)
** მივლინებები: საქართველოს რეგიონები და თურქეთი (საჭიროებისამებრ)
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული სადილერო ქსელის მართვა, გაფართოება და განვითარება;
** ახალი პარტნიორების, სავაჭრო ობიექტებისა და კორპორაციული კლიენტების აქტიური მოძიება;
** სასტუმროებთან, სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიებთან და საცალო ქსელებთან თანამშრომლობა;
** მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და შემდგომ მონიტორინგამდე);
** სახელმწიფო და კერძო სექტორის ტენდერების მოძიება, ანალიზი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** შეკვეთების, მიწოდების პროცესებისა და დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი;
** საქართველოს რეგიონებში აქტიური გადაადგილება და ბაზრის კვლევა ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;
** თურქეთის ცენტრალურ ოფისთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი, ოპერატიული კომუნიკაცია;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** B2B, კორპორაციული ან სადილერო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ტენდერებში მონაწილეობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური, რუსული ან თურქული ენების ცოდნა (ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აქტიური მართვის გამოცდილებით);
** მივლინებებში გამგზავრების მზადყოფნა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და დამარწმუნებელი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ლოიალურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პარტნიორული კავშირების განვითარების ნიჭი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@mateks.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სადილერო და კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "მატექს ჯორჯიამ" (VESTEL) და "Manamo Home"-მა დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით და შეინახონ ისინი კანონმდებლობით დადგენილი ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს ჰოლდინგში შემავალ სხვა მსგავს პოზიციებზეც.
|
|
|
|