"სისაური გრაინდერსი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლიანი? შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი!
ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის.
რას გააკეთებ?
** იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად;
** მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად;
** მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად;
** დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში.
ვის ვეძებთ?
** პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს;
** პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს;
** გუნდური მუშაობის მოყვარულს;
** ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა.
გამოცდილება არ არის აუცილებელი - ჩვენ გასწავლით ყველაფერს!
ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების.
რას გთავაზობთ?
** ანაზღაურებადი სტაჟირება - 650 ლარი;
** ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება - 900 ლარი;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
** FitPass-ის პროგრამა;
** სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან;
** გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები;
** მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 555901398
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: infosisauri@gmail.com
|