Робота для біженців з України
UI/UX დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
Job Description

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, and Web, Business App-ის) განვითარებისთვის ვეძებთ UI/UX დიზაინერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად "Talkpal"-ის ვიზუალური და ფუნქციონალური ნაწილის გაუმჯობესებაზე.

შენი ძირითადი სამუშაო:

** მობილურ და ვებ აპლიკაციის დიზაინის განვითარება (მათ შორის ახალი ფუნქციონალის ვიზუალების შემუშავება)
** დიზაინ სისტემის გაუმჯობესება
** პროდუქტის, მარკეტინგის და დეველოპმენტ გუნდთან აქტიური მუშაობა
** მომხმარებლის ქცევის და feedback-ის ანალიზი
** A/B ტესტირების ვარიაციების შემუშავება
** აპლიკაციის მიღმა, სხვადასხვა ტიპის კონტენტზე მუშაობა, მათ შორის Email, Notifications, Landing Pages, მარკეტინგული საიტების დიზაინი და სხვა
** AI ვიზუალურ კონტენტთან აქტიური მუშაობა (მათ შორის Midjurney, Nano Banana, etc.)

შენ მოგაქვს:

** ანალოგიურ პოზიციაზე 4 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება
** Figma-ს მაღალ დონეზე ცოდნა
** დიზაინ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
** გექნება შესაძლებლობა, იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

სასურველია თან დაურთოთ თქვენი პორტფელის ლინკები (Dribble, Behance, ან სხვა) ან PDF ფაილი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

დაინტერესებული პირები მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/9Ia5?source=jobs.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე