|
დასახელება:
ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 22 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
"გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ბენტონიტური თიხის საბადო / გადამამუშავებელი საწარმო
დაქვემდებარება: ლაბორატორიის უფროსს
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ქიმიის, გეოლოგიის, სამთო საქმის, მასალათმცოდნეობის ან მონათესავე მიმართულებით;
** სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამრეწველო, ქიმიურ ან სამთო ლაბორატორიაში;
** ბენტონიტური თიხის, მინერალური ნედლეულის ან სამშენებლო მასალების ლაბორატორიული კვლევების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office - Word, Excel) ცოდნა;
** ლაბორატორიული მოწყობილობების გამოყენების უნარი;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ლაბორატორიული ჟურნალების წარმოების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ბენტონიტური თიხის ნიმუშების მიღება, რეგისტრაცია და მომზადება კვლევებისთვის;
** ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური ანალიზების ჩატარება დამტკიცებული მეთოდიკების შესაბამისად;
** ტენიანობის, სიმკვრივის, შემადგენლობის, (swelling), წყლის შთანთქმისა და სხვა ტექნოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა;
** ანალიზების შედეგების დამუშავება და ლაბორატორიულ ჟურნალებში აღრიცხვა;
** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
** სინჯების შენახვისა და არქივირების წესების დაცვა;
** ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ლაბორატორიული რეგლამენტების დაცვა.
პროფესიული უნარები:
** ლაბორატორიული ხელსაწყოების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
** გაზომვების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** შედეგების ანალიზისა და ანგარიშგების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვა.
სასურველი დამატებითი ცოდნა
** ISO 9001, ISO 17025 სტანდარტების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
** სასარგებლო წიაღისეულის ნიმუშების აღებისა და მომზადების წესების ცოდნა;
** სამთო საწარმოში მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება
** შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
საკონტაქტო:
დავით მანთიძე, მობ.: 551 281616
|
|
|
|