Робота для біженців з України
საწარმოს მუშა - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მუშა
მომწოდებელი: ინვეტ ფიდი
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ფიდი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მუშის პოზიციაზე.

კომპანია "ინვეტ ფიდი", როგორც შპს "ინვეტი"-ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად, მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი
ანაზღაურება: დღეში 70 ლარი
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, სოფელი კალინინო

ძირითადი მოვალეობები:

** საფქვავ დანადგართან მუშაობა, საფქვავის ხაზის მომარაგება დანამატებით და დამატება;
** ნედლეულის მიღებაში მონაწილეობის მიღება და დაცლა;
** საკვები ტომრების დატვირთვა/დაფასოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

"ინვეტ ფიდი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 22 ივლისისა და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე