Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"Kontak"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და
სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
** მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მაღაზიაში პროდუქციის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობისა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
** სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება;
** საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი, დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (ინდივიდუალური და საოჯახო);
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებად Day Off-ს;
** კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ივლისი.

(გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი, ქუთაისი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე