Робота для біженців з України
მზარეული - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ლუდის სახლი 1945
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"ლუდის სახლი - 1945" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი, სტალინის #22, შიოს წყარო (გელდიაშვილის #3)
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)

სამუშაოს აღწერა:

** არსებული რეცეპტის მიხედვით სხვადასხვა სახის კერძის დამოუკიდებლად მომზადება;
** კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების გამზადება, გასუფთავება;
** პროდუქტების შენახვა, შენახვის წესების დაცვა და ვადების კონტროლი;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს კერძების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: Gi.matiashvili@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 558 10 29 24.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2026 წელის 22 ივლისი.

კომპანია "ლუდის სახლი -1945" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

კომპანია "ლუდის სახლი -1945"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ლუდის სახლი -1945"- ს მიერ დამუშავდება თქვენთან შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე