Робота для біженців з України
საბეჭდი დანადგარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბეჭდი დანადგარების ოპერატორი
მომწოდებელი: Kikala Factory
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"Kikala Factory" არის ინტერიერის დეკორაციების პრემიუმ საწარმო. ჩვენ ვქმნით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას: შპალერებს, ბანერებს, პოსტერებს, სტიკერებს, ასევე ვასრულებთ ბეჭდვას პანელებსა და სხვადასხვა მყარ ზედაპირზე. საწარმო აღჭურვილია ინდუსტრიაში წამყვანი და უნიკალური ტექნოლოგიებით (Canon Colorado M-series, Canon Arizona, Neolt XY, Summa, Morgana, Rollsroller).

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი.
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106.

ძირითადი მოვალეობები:

** ფართოფორმატიან და Flatbed აპარატებზე მუშაობა და ბეჭდვის პროცესის მართვა.
** დიზაინერული ფაილების საბეჭდად და საჭრელად მომზადება (Pre-press).
** სხვადასხვა მასალაზე (შპალერი, სტიკერი, მყარი პანელები და ა.შ.) ბეჭდვის პროცესის კონტროლი.
** ნაბეჭდი პროდუქციის შემდგომი დამუშავება (ჭრა, ლამინაცია, პანელებზე გაკვრა).
** დანადგარების ყოველდღიური მოვლა, დასუფთავება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: ბეჭდვის ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულო).
** პროგრამების ცოდნა: დიზაინის პროგრამების, განსაკუთრებით Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საბეჭდი მასალების სპეციფიკისა და ფერების მართვის (CMYK) პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა.
** ჩაითვლება უპირატესობად: Adobe Photoshop-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე, რადგან ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციაზე; აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება ხარვეზების თავიდან ასაცილებლად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ახალი ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური დანადგარების სწრაფად ათვისების უნარი (აპარატებთან მუშაობის დეტალებს ადგილზე შეგასწავლით).

როგორ გამოგვეხმაუროთ:

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: kikalafactory@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საბეჭდი დანადგარების ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე