|
დასახელება:
საწყობის ოპერაციების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
|
გამოქვეყნდა: 22 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ვიაკანსიაზე დეტალების სანახავად და განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/EfzHC
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|