იურიდიული კომპანია "Commercial Law Services (CLS)" ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას 2002 წლიდან. სპეციალიზებული - კომერციული სამართლის მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი
მისამართი: ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის N37, სადარბაზო 6, ოფისი 25ბ
ვებგვერდი: https://clsc.ge
შესასრულებელი ფუნქციები:
** კლიენტებთან სრული კომუნიკაცია, შემოსულ საქმეებზე მომსახურების პირობების (მათ შორის ჰონორარის) შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმება, მათთან ანგარიშსწორების კონტროლი;
** იურიდიული პრაქტიკის მართვა, შემოსული საქმეების გაცნობა, პირველადი შეფასება, დავალებების განაწილება ოფისის იურისტებზე/ადვოკატებზე.
** ოფისის იურისტების/ადვოკატების საქმიანობის კოორდინაცია, გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
** ადვოკატების/იურისტების თვიური დატვირთვების დამოწმება;
** შემოსული განცხადებების/წინადადებების განხილვა და შეფასება;
** პრაქტიკის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** რისკების შეფასება და ხარისხის კონტროლი.
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
** საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო სამართლის და/ან საერთო სპეციალიზაციით);
** იურიდიულ სფეროში საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
** საქმიანი და იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
** ლიდერობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კორექტულობა, კეთილგანწყობა და პროფესიული ეთიკა;
** უცხო ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია (უპირატესობა ენიჭება რუსულ და ინგლისურ ენებს).
სამუშაო პირობები:
** საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი საკუთარი ოფისი, ქ. ბათუმში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ;
** ინტელექტუალური მუშაობისათვის მყუდრო, კომფორტული და მეგობრული გარემო;
** სამუშაო რეჟიმი: კვირაში არანაკლებ 48 სთ-ი, საკუთარი დაგეგმვით.
ბენეფიტები:
** პროფესიული ზრდის და განვითარების პერსპექტივა;
** ახალი კონტაქტები;
** კომპანიის/მისი გუნდის პროფესიული რეპუტაცია.
ანაზღაურება:
** პირადად წარმოებულ საქმეებზე - შეთანხმებული ანაზღაურება (მაღალი პროცენტული სტანდარტით)
** იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელობა (ოფისის ადვოკატების/იურისტების წარმოებაში არსებული საქმეებიდან) - შეთანხმებული პროცენტი მომსახურების ღირებულებიდან, დავალების შესრულებაში ჩართულობის გათვალისწინებით;
** სხვა დატვირთვებიდან - ინდივიდუალურად, დავალების სირთულის, შესრულებაზე დახარჯული დროის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით;
შენიშვნა:
** კონკრეტული კლიენტის დავალების (მომსახურების) ღირებულებას განსაზღვრავს ასოცირებული პარტნიორი / სამართლებრივი პრაქტიკის ხელმძღვანელი;
** ჰონორარი გაიცემა, მხოლოდ კლიენტის მიერ ფაქტობრივად ანაზღაურებულ მომსახურებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე. info@clsc.ge.
წინადადებების მიღების ვადა - 30 ივნისამდე.
საკონტაქტო ნომერი: 574086841
|