"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებებზე მორგებული LAN/WAN ქსელური არქიტექტურის დაგეგმვა, განვითარება და ოპტიმიზაცია;
** ქსელური მოწყობილობების (Routers, Switches, Firewalls, Wireless Access Points) ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
** VLAN-ების, Trunk პორტების, QinQ ტექნოლოგიებისა და Layer 2/Layer 3 ინფრასტრუქტურის გამართვა;
** მარშრუტიზაციის პროტოკოლების (OSPF, BGP, EIGRP) ადმინისტრირება და ქსელური ტრაფიკის ოპტიმიზაცია (QoS);
** ოპტიკური ქსელების (Single-mode / Multi-mode) პროექტირება, დანერგვა და მხარდაჭერა;
** GPON/EPON ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და OLT/ONU/ONT მოწყობილობების კონფიგურაცია.
** ქსელის მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი და ანალიზი სპეციალიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით;
** ქსელური ინციდენტების, შეფერხებებისა და წარმადობის პრობლემების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა;
** L3 დონის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ესკალირებული შემთხვევების მართვა;
** ინტერნეტ-პროვაიდერებთან ურთიერთობის კოორდინაცია, SLA-ების კონტროლი და სარეზერვო კავშირების მართვა.
** ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკების დანერგვა და მართვა;
** ACL, Port Security, 802.1X და სხვა უსაფრთხოების მექანიზმების ადმინისტრირება;
** Firewall გადაწყვეტილებების (Cisco ASA, Fortinet, Palo Alto, pfSense) კონფიგურაცია და მართვა;
** VPN არხების (Site-to-Site, Client-to-Site, IPsec, SSL VPN) დანერგვა და მხარდაჭერა.
** ქსელური მოწყობილობების Firmware/OS განახლებების დაგეგმვა და შესრულება;
** ქსელური ტოპოლოგიების, დიაგრამებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** IP მისამართების, ქსელური აქტივებისა და ლიცენზიების აღრიცხვა და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქსელური ადმინისტრირების ან ქსელური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** LAN/WAN ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** Routing & Switching ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა;
** TCP/IP, DNS, DHCP, NAT, VPN, SNMP, SSH და სხვა ქსელური პროტოკოლების ცოდნა;
** პრობლემების ანალიზისა და Troubleshooting-ის ძლიერი უნარები;
** Wireshark და სხვა ქსელური ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
** Cisco, MikroTik, Fortinet, Ubiquiti, Aruba, HPE ან Juniper მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** OSPF, BGP, RIP, STP/RSTP, EtherChannel და 802.1Q Trunking-ის ცოდნა;
** Firewall და VPN ტექნოლოგიების ადმინისტრირების გამოცდილება.
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის ადმინისტრატორი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|