|
დასახელება:
სკოლის დაწყებითი საფეხ. კათედრის ხელმძღვანელი/მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 22 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელის (მასწავლებლის) პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
** ზრუნავს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში თანამედროვე საუკეთესო მიღწევების დანერგვაზე;
** კოორდინაციას უწევს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პროცესს;
** ფასილიტაციას უწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების საერთო შეხვედრებს, ხელს უწყობს გუნდში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას;
** ხელს უწყობს სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ეფექტურ ფუნქციონირებას და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;
** ესწრება საგაკვეთილო პროცესს, სკოლის ფსიქოლოგთან ერთად სწავლობს სასწავლო გარემოს, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, ინტერესებს და აძლევს უკუკავშირს შესაბამისი კლასის დამრიგებელს/მასწავლებლებს;
** მონაწილეობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების განრიგის, ასევე, სასკოლო ცხრილის შედგენის პროცესში;
** ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა პირადი საქმეების სათანადოდ წარმოებას, საჭიროების შემთხვევაში, კლასის დამრიგებლებს აძლევს საჭირო მითითებებს;
** ჩართულია დაწყებითი საფეხურის პროგრამის მასწავლებლების აყვანის და სამუშაო გარემოში ადაპტაციის პროცესში;
** ჩართულია სკოლის მოსწავლეების მიღების და სასწავლო პროცესსა და სასკოლო გარემოში ადაპტაციის პროცესში;
** მონაწილეობს მოსწავლის მშობლებთან დაგეგმილ ინდივიდუალურ/საერთო შეხვედრებში.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
- უმაღლესი განათლება;
- ზოგადი განათლების სფეროში (სკოლაში) მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სკოლის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება (სკოლის/სკოლის დაწყებითი პროგრამის შემუშავების/განხორციელების/ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი);
** რეზიუმე;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gast.edu.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სკოლის დაწყებითი საფეხურის პროგრამის ხელმძღვანელი).
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|