|
დასახელება:
ვიდეო კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
Aurea Aesthetic Center
|
|
გამოქვეყნდა: 22 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
"Aurea Aesthetic Center" — თბილისში მოქმედი ესთეტიკური ცენტრი, რომელიც სპეციალიზდება პროფესიულ ლაზერულ ეპილაციაში თანამედროვე ტექნოლოგიებით — ეძებს კრეატიულ ვიდეო კონტენტ კრეატორს.
თუ გიყვარს ვიდეოების შექმნა, სოციალური მედიის ტრენდების აღმოჩენა და იდეების შედეგიან კონტენტად გადაქცევა — გამოგვიგზავნე CV, LinkedIn და პორტფოლიო.
ძირითადი მოვალეობები:
** Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებისთვის ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels, Stories, Shorts);
** ვიდეოების მონტაჟი ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვით;
** კონტენტის იდეების გენერირება და მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი (განსაკუთრებით სილამაზის/ესთეტიკის სფეროში);
** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის (Content Calendar) მომზადება;
** სარეკლამო ვიდეომასალების შექმნა აქციებისა და სერვისების გასაცნობად;
** კონტენტის ორგანული და რეკლამის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით კონტენტის გაუმჯობესება;
** ბიზნეს შედეგებზე — ვიზიტების დაჯავშნასა და მომხმარებლების მოზიდვაზე — ორიენტირებული კონტენტის შექმნა.
მოთხოვნები:
** სოციალური მედიისთვის ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის კარგი უნარები (მობილური გადაღების ჩათვლით);
** Instagram, Facebook და TikTok-ის ალგორითმებისა და ტრენდების ცოდნა;
** სოციალური მედიის ანალიტიკის გააზრების უნარი;
** კონტენტის დაგეგმვისა და კალენდრის შედგენის გამოცდილება;
** კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოკაციაზე გადაღებების დამოუკიდებლად ორგანიზებისა და განხორციელების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სილამაზის, ესთეტიკის, ჯანმრთელობის ან beauty/wellness სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფოტოგრაფიის ან გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა.
სამუშაო დეტალები:
** სამუშაო ფორმატი: Full-time, დისტანციური (remote);
** ანაზღაურება: 1200-1600 ლარი ნეთ, დამოკიდებულია გამოცდილებაზე;
** გადაღებებისთვის საჭიროა ლოკაციაზე მისვლა (თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა #47).
მნიშვნელოვანია:
** განაცხადის განსახილველად აუცილებელია პორტფოლიოს, ნამუშევრების ან სოციალური მედიის გვერდების/პროექტების ბმულების წარმოდგენა, სადაც თქვენ მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტია ნაჩვენები;
** განაცხადი პორტფოლიოს გარეშე არ განიხილება.
გამოგვიგზავნე CV და ნამუშევრები: info@aurea.ge
|
|
|
|