|
დასახელება:
გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Infinity Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1 000 ლარი + ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის ინიციატორიც თქვენ იქნებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება.
** ცივი ზარების განხორციელება და კომპანიის სერვისების ეფექტურად წარდგენა.
** კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება.
** დაინტერესებული კლიენტების გაყიდვების პროცესში ჩართვა და შეხვედრების ჩანიშვნა.
** კლიენტების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან დამატებითი კონსულტაციისთვის.
** CRM სისტემაში ლიდების, სტატუსების და კომუნიკაციის ისტორიის სწორად აღრიცხვა.
** მიმდინარე ლიდებთან განმეორებითი კომუნიკაცია და პროცესის ბოლომდე მიყვანა.
პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობა.
ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი შესრულებული ზარების, შეხვედრებისა და შედეგების შესახებ.
მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გაყიდვების ან ქოლცენტრის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მომხმარებელთან პროფესიონალური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
** აქტიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი.
** მომხმარებლის საჭიროებების სწორად მოსმენისა და გაანალიზების უნარი.
თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშავო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!
თუ კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურს, გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: sales@infinity.com.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
|
|
|
|