ა.ი.პ ასოციაცია "ატუ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია და დანადგარების ავტომატური მართვის სისტემების სამსახურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** განახორციელოს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობა, უხელმძღვანელოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამუშაოთა მწარმოებლებს და ოსტატებს, განსაზღვროს სამსახურის საკადრო პოლიტიკა
** მიიღოს და შეისწავლოს მშენებარე ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია
** უზრუნველყოს მშენებარე ობიეტებისთვის პროექტით გათვალისწინებული მოწყობილობა-დანადგარების დაკვეთა და აკონტროლოს შესყიდვის მიდმინარეობა
** აკონტროლოს მშენებარე ობიექტზე შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა
** დაქვემდებარებაში მყოფ სამუშაოთა მწარმოებლებზე და თანამშრომლებზე დავალების გაცემა და შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება გათბობა-ვენტილაცია, კონდეცირების სპეციალობით
** მინიმუმ 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება გათბობა-ვენტილაცია, კონდეცირების სისტემების მოწყობის სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Exel, AutoCAD
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #39დ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვნი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.mumlauri@atu.com.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.
CV-ის მიღების შემდეგ შედგება გასაუბრება.
|