Робота для біженців з України
ტრანზიტული გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანზიტული გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას ტრანზიტული გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
** ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
** სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
** პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
** პარტნიორების ბაზის მუდმივი განახლება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტრანზიტული გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თურქული და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. ტრანზიტული გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე