Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: ენთუზიასტი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
შპს "ენთუზიასტი" ბაზარზე უკვე 12-წლიანი გამოცდილებით არის წარმოდგენილი კაფეებისა და ჩილიმ-ბარების სექტორში და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებასა და გამორჩეულ გამოცდილებას.

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ბარმენს, რომელიც შეუერთდება დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაოს აღწერა:

** სტუმრების პროფესიონალური მომსახურება ბარში
** სასმელების (ალკოჰოლური და უალკოჰოლო) მომზადება
** ბარის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების დროული დაფიქსირება
** სტუმრებთან კომუნიკაცია მაღალი მომსახურების სტანდარტით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენად მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი
** უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასაუბრო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** 8-საათიან სამუშაო გრაფიკს

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: baza.gecompany@gmail.com

აუცილებელია, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბარმენი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე