Робота для біженців з України
მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
** თავაზიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადის შერვაძის აღმართი #78
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით
** კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე