|
დასახელება:
უნივერსალური მზარეული , შეკვეთების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ვაკის სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
"ვაკის სახლი" აცხადებს ვაკანსიებს უნივერსალური მზარეულისა და შეკვეთების ოპერატორის პოზიციებზე:
1. უნივერსალური მზარეული
ობიექტი "ვაკის სახლი" (დახურული ტიპის სამზარეულო, რომელიც თანამშრომლობს Glovo-სა და Wolt-ის მიტანის სერვისებთან) ეძებს გამოცდილ და ენერგიულ უნივერსალურ მზარეულს.
ძირითადი მოვალეობები:
** გამოძახებებზე ორიენტირებული სამზარეულოს მართვა (Glovo / Wolt);
** კერძების დროულად, ხარისხიანად და სტანდარტების დაცვით მომზადება;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმების მკაცრი დაცვა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მიტანის სერვისებზე მომუშავე ობიექტებში);
** პუნქტუალურობა, სტრესულ გარემოში სწრაფად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5/2 ან 2/2-ზე (11-საათიანი ცვლა);
** ანაზღაურება: 100 ლარი (თითო ცვლა);
** მისამართი: ვაკე, ქობულეთის ქ. N36.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595151104 whatsapp ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები.
2. Wolt-ისა და Glovo-ს შეკვეთების ოპერატორი
ობიექტი "ვაკის სახლი" (დახურული ტიპის სამზარეულო, რომელიც მუშაობს მიტანის სერვისებზე) ეძებს ენერგიულ, პუნქტუალურ და ყურადღებიან შეკვეთების ოპერატორს (კოორდინატორს).
ძირითადი მოვალეობები:
** Wolt-ისა და Glovo-ს პლანშეტებიდან შეკვეთების დროული მიღება და მართვა;
** შეკვეთების გადაცემა სამზარეულოსთვის და პროცესის კონტროლი;
** გამზადებული კერძების დაფასოება/ჩალაგება სტანდარტების შესაბამისად;
** კურიერებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია შეკვეთის გადაცემისას.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე (Wolt/Glovo-სთან) მუშაობის გამოცდილება;
** ტექნოლოგიებთან (სმარტფონი/პლანშეტი) მუშაობის კარგი უნარი;
** სწრაფ და სტრესულ გარემოში ორიენტაციის, ყურადღების კონცენტრაციისა და დეტალების შემჩნევის უნარი;
** თავაზიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5/2 ან 2/2-ზე (11-საათიანი ცვლა);
** ანაზღაურება: ცვლა 60 - 65 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე);
** მისამართი: ვაკე, ქობულეთის ქ. N36.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595151104 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები.
|
|