ავტომობილების გაქირავების კომპანია ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ოპერატიულ მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების გაქირავების პროცესის სრული კოორდინაცია
** ჯავშნების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია
** ავტომობილების მოძრაობისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი
** პარტნიორებთან ურთიერთობა
** ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა
** პრობლემური სიტუაციების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** საოპერაციო მონაცემების ანალიზი
** კომპანიის სტანდარტების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მართვის გამოცდილება
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace და სხვა საოფისე სისტემები) კარგი ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსები
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ და პერსპექტიულ კომპანიაში მუშაობას
თუ ფიქრობთ, რომ ხართ მოტივირებული, ორგანიზებული და გიყვართ ავტომობილებთან მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და შემოუერთდით ჩვენს წარმატებულ გუნდს!
ელ.ფოსტა: contact@naniko.com
|