Робота для біженців з України
წმო-ს მენეჯერი - საგარეჯო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წმო-ს მენეჯერი
მომწოდებელი: წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია" აცხადებს ვაკანსიას წმო-ს მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კოორდინაცია უწევს წმო-ს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ გუნდს;
** წარმართავს ურთიერთობებს შპს "საქართველოს მელიორაციის" საგარეჯოს სერვისცენტრთან და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრ ფერმერებთან;
** აღასრულებს სსიპ "წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია სსიპ "წმო-საგარეჯო-1" გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერების ან ნებისმიერ სხვა დარგში;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საჯარო ან კერძო სექტორში;
** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel);
** ენების ცოდნა: ქართული — სრულყოფილად.

პიროვნული უნარები:

** ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი
** კომუნიკაციის მაღალი უნარი
** გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნეთ ორივე მეილზე:
natalia.okroshiashvili@gmail.com
solomon.ekvtimishvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე