შპს "დელმარტ" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მარკირების ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: პირადი ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, სასმელი და საკვები (FMCG) პროდუქტების იმპორტი-ექსპორტი და საბითუმო გაყიდვები.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) და ბონუსი
აუცილებელი მოთხოვნები:
** "ჩესტნი ზნაკის" მარკირების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული უნარები, საოფისე პროგრამების ცოდნა - მაღალ დონეზე;
** ენები: ქართული და რუსული აუცილებელია. სასურველია ინგლისურის ცოდნაც.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკირებული პროდუქტის დამატება პროგრამულ ბაზაში;
** პროდუქციის მარკირების დასრულების შემდეგ, პროგრამასა და საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობების შედარება;
** ანგარიშის შედგენა ყოველი მარკირების დასრულების შემდეგ, გამოყენებული კოდების გადაგზავნა პროდუქციის დამკვეთთან;
** ნაკლული კოდების თავიდან დაბეჭდვა;
** პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვისას ანგარიშის წარმოება და მიწოდება პროდუქციის დამკვეთისთვის;
** კომუნიკაცია დასაქმებულ მუშა ხელთან, დამკვეთებთან (იმპორტიორებთან), მარკირების პროცესის ორგანიზება;
** პროდუქციის მარკირებისას პროცესის მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა.
უნარები/პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ჩვენს ელფოსტაზე: export@unicorn-trade.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "დელმარტმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|