Робота для біженців з України
დარბაზის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიგ დეი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"Big Day" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალში დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ. 11ა

სამუშაო გრაფიკი

** კვირაში 6 სამუშაო დღე
** 1 დღე დასვენება
** სამუშაო საათები: 16:00-დან ბოლო დაბადების დღის დასრულებამდე (არაუგვიანეს 23:00 საათისა)

ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებებისა და დაბადების დღეების შეუფერხებლად წარმართვა
** დარბაზის, ინვენტარისა და სისუფთავის კონტროლი
** სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** ანიმატორებისა და მომსახურე პერსონალის კოორდინაცია
** ღონისძიებების განრიგის კონტროლი და ორგანიზება
** მომხმარებელთა შეკითხვებსა და პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება
** კომპანიის სტანდარტებისა და წესების შესრულების კონტროლი
** საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება
** სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 2-წლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

დამატებითი მოთხოვნა: CV-ის გამოგზავნისას კანდიდატმა უნდა მიუთითოს Facebook, Instagram ან LinkedIn პროფილის ბმული.

საკონტაქტო ელფოსტა: bigday.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე