Робота для біженців з України
მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორი
მომწოდებელი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციის შიდა პროცესებისა და პროგრამების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება;
** შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და პერიოდული შეფასება;
** შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის შემოწმება;
** დარღვევებისა და რისკების იდენტიფიცირება;
** პროცესული და ოპერაციული რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
** აუდიტის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** რისკების მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** შიდა აუდიტის მეთოდოლოგიებისა და პროცედურების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
განათლება:
** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის, შესაბამისობის კონტროლის, რისკების მართვის და/ან ფინანსური მონიტორინგის მიმართულებით.
** შიდა აუდიტისა და შიდა კონტროლის სისტემების ცოდნა;
** რისკების შეფასებისა და შესაბამისობის პრინციპების ცოდნა;
** აუდიტის სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.

უპირატესობა მიენიჭება:

** საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირებულ აუდიტორებს;
** ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულ აუდიტორებს;

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე