Робота для біженців з України
კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველ. მონაცემთა მეცნიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველ. მონაცემთა მეცნიერი
მომწოდებელი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს მონაცემთა მეცნიერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, კონტროლი და მხარდაჭერა;
** პროგრამული ბაზების გამართულობისა და მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი;
** მონაცემთა დამუშავება, გაწმენდა, სტრუქტურირება და ანალიზი;
** ავტომატიზებული რეპორტინგისა და დეშბორდების შექმნა;
** SQL მოთხოვნების, მონაცემთა მოდელებისა და ანალიტიკური ცხრილების შექმნა;
** Power BI და სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებით ანგარიშგების სისტემების შექმნა;
** კორპორაციის სხვადასხვა ერთეულისთვის მონაცემთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა დაფიქსირებული მოთხოვნების შესაბამისად;
** IT და პროგრამული უზრუნველყოფის გუნდთან კოორდინაცია მონაცემთა არქიტექტურისა და ბაზების მიმართულებით.

განათლება:

ბაკალავრის ხარისხი მონაცემთა მეცნიერების, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების, სტატისტიკის, ეკონომიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ან მონაცემთა ადმინისტრირების მიმართულებით.

უნარები:

** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** Excel, SQL, Power BI-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის კონტროლის უნარი.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს ანალიტიკოსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე