Робота для біженців з України
გასტროენტეროლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გასტროენტეროლოგი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას გასტროენტეროლოგის პოზიციაზე.

ლოკაცია: გაგუას კლინიკა, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 40

ძირითადი მოვალეობები:

** ამბულატორიული პაციენტების კონსულტირება და მართვა
** საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
** საჭირო კვლევების დანიშვნა, შედეგების ანალიზი და ინტერპრეტაცია
** პაციენტისთვის მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის გეგმის შემუშავება
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა პაციენტის კომპლექსური მართვის მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი გასტროენტეროლოგიაში
** სპეციალობით მუშაობის გამოცდილება
** თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიდგომების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამებისა და ელექტრონული სამედიცინო სისტემების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის მაღალი კულტურა
** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე: https://gaguaclinic.selfrecruit.ge/s/AE8V5
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე