Робота для біженців з України
ლითონის ლაზერული ჭრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის ლაზერული ჭრის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
შპს "ფოლადის სახლი" - ლითონის სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლითონის ლაზერული ჭრის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, იუმაშევის ჩიხი 14
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ლაზერული ჭრის დანადგარის მართვა და კონტროლი;
** ტექნიკური ნახაზებისა და დავალებების მიხედვით დეტალების დამუშავება;
** მასალების მომზადება და დანადგარზე განთავსება;
** ჭრის ხარისხის კონტროლი და მზა პროდუქციის შემოწმება;
** დანადგარის ყოველდღიური ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
** უსაფრთხოების ნორმებისა და საწარმოო პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** CNC ლაზერული ჭრის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** CAD/CAM პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** მეტალურგიულ მასალებთან მუშაობის გამოცდილება;
** საზომი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ ფოსტაზე: Hr@poladissakhli.ge სათაურით "ლაზერული ჭრის სპეციალისტი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 122 883.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე